კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სროლა და ძარცვა  თბილისის ზღვის ჰოსპიტალში

თბილისის ზღვის ჰოსპიტალს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა.

თავდამსხმელები თავდაპირველად დაცვის თანამშრომლების მიმართულებით ისროდნენ, შემდეგ კი სროლა უმისამართოდ განაგრძეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რაც შეეხება წაღებულ თანხას, წინასწარი ინფორმაციით, მძარცველებმა 3 500 ლარი წაიღეს.

იმ შესასვლელთან, საიდანაც ჰოსპიტალში თავდამსხმელები შევიდნენ, გადაუდებელი დახმარების განყოფილება მდებარეობს, იქვე არიან მოთავსებულები კოვიდ პაციენტები, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

ექიმ ნინო კილაძის თქმით, თავდამსხმელები დაცვას გაეცნენ, როგორც პაციენტები.

“ორი ადამიანი იყო, თანამშრომელს კარის გაღება მოსთხოვეს, როცა დაცვის თანამშრომელმა მათი გამოკითხვა დაიწყო მოახდინეს სამი გასროლა. დაზიანდა კლინიკის ქონება, ჩაიმსხვრა შუშა, გააღეს კარი, შემოვიდნენ და თანხა წაიღეს. ზუსტად რაოდენობას ითვლიან”, – ამბობს კლინიკის პიარი, ნინო კილაძე.

კლინიკაში აცხადებენ, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
პოლიციას მომხდარტან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button