Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კამალა ჰარისი და ჯო ბაიდენი “წლის ადამიანები” გახდნენ

"The journal Times" - ი წლის ადამიანს 1927 წლიდან ასახელებს

98

ცნობილმა ამერიკულმა The journal Times -მა 2020 წლის „წლის ადამიანად“ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ერთად დაასახელა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კამალა ჰარისის არჩევამ დაანგრია გენდერული და რასობრივი ბარიერები.

„წლის ადამიანის“ წოდების მოპოვებისთვის კონკურსში ფინალისტებს შორის ასევე იყო მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც გამოცემამ „წლის ადამიანად“ 2016 წელს დაასახელა.

ასევე, ფინალისტებს შორის იყვნენ ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, რომლებიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან, ასევე პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული ანტირასისტული მოძრაობის წევრები.

The journal Times წლის ადამიანს 1927 წლიდან ასახელებს. გასულ წელს საპატიო ტიტული გარემოს დამცველმა ახალგაზრდა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა მოიპოვა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი