მოზაიკამსოფლიო

მექსიკაში ვეშაპების ახალი სახეობა აღმოაჩინეს 🐳🐳🐳

ბუნების დამცველმა ორგანიზაციამ Sea Shepherd-ის ექსპედიციამ მექსიკის სანაპიროსთან ვეშაპების აქამდე სავარაუდოდ უცნობი სახეობა აღმოაჩინა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ზოოლოგიური ექსპედიცია 2020 წლის შემოდგომაზე შედგა. მკვლევარები კუნძულ სან-ბენიტოსთან, ვეშაპების ერთ-ერთი ჯგუფის შესახებ ინფორმაციის შესაგროვლებლად მიცურავდნენ, როცა 3 ცხოველისგან შემდგარი გუნდი შენიშნეს, რომლებიც წყლის ზედაპირზე ჰაერის შესასუნთქად ამოვიდნენ.

ექსპედიციის მონაწილეებმა ვეშაპებს ფოტოები გადაუღეს და მათი ხმის ნიმუშები ჩაწერეს. ამ მონაცემების დამუშავების შემდეგ გაირკვა, რომ ცხოველებს კბილების უჩვეულო აღნაგობა აქვთ, რომელიც ვეშაპების სხვა სახეობებს არ აქვთ. მათ მიერ გამოცემული ბგერებიც უნიკალური აღმოჩნდა.

უახლოეს დროში მეცნიერები ვეშაპებთან შეხვედრის ადგილას აღებული წყლის ნიმუშებიდან ვეშაპების დნმ-ის გამოყოფასაც შეეცდებიან. ეს ახალი სახეობის ოფიციალური აღიარებისთვის არის აუცილებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button