კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების დასკვნებს გაეცნობა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს დღეს პროკურატურაში გამოძიების დასკვნებს გააცნობენ.

ოჯახის უფლებადამცველი ,მიხეილ რამიშვილი დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყება საქმეს მალე, თვითმკვლელობის კვალიფიკაციითვე დახურავს.

უახლოეს დღეებში ოჯახი ადვოკატთან ერთად ბრიფინგის გამართვას და ექსპერტების დასკვნებთან დაკავშირებით ახალი დეტალების გასაჯაროებას გეგმავს.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისის დილით ფონიჭალიდან, სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. დედის თქმით, დაახლოებით დღის პირველი საათისთვს მას ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში შესვლის დროს დააფიქსირეს. ოჯახისთვის გაუგებარია, რატომ წავიდა თამარი ამ მიმართულებით, რადგან ხაიშში არც ნათესავები ჰყავს და არც მეგობრები. 5 დღის ძიების შემდეგ, ბაჩალიაშვილი ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

პროკურატურა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მისი გარდაცვალების მიზეზად, მედიკამენტოზურ ინტოქსიკაციას ასახელებს, ოჯახი კი თვითმკვლელობას გამორიცხავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button