Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თორნიკე შენგელიას ‘ცსკა“ ევროლიგის ლიდერია

85

ევროლიგის მორიგ შეხვედრაში „ცსკამ“ სტამბოლის „ეფესს“ უმასპინძლა და ანგარიშით 100:65 სძლია.

ეს გუნდის მიერ ჩატარებული მე-13 შეხვედრა და მე-11 მოგებაა.

ქართველმა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 17 წუთი დაჰყო.

ამ დროის განმავლობაში ჩვენებურმა საკუთარ აქტივში 2 მოხსნა, 2 პასი და 8 ქულა ჩაიწერა. იგი სათადარიგო სკამზე მხოლოდ 5 ფოლის გამო დასვეს.

საკალათბურთო ევროლიგაზე მოსკოვის „ცსკა“ სატურნირო ცხრილის სათავეშია.

მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 18 დეკემბერს გამართავს. მისი მეტოქე სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ იქნება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი