რეგიონისიახლეები

მკვლელობა კახეთში- 26 წლის ქალი, მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს

მკვლელობა კახეთში- 26 წლის ქალი, მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს

არსებული ინფორმაციით, 26 წლის ქალი, სავარაუდოდ, მეგობარმა მამაკაცმა დანით მოკლა.

შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ალაზნის გამზირზე, ნაქირავებ ბინაში მოხდა, სადაც ქალი 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მამაკაცმა ორი არასრულწლოვანის თვალწინ, ქალს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დანით, სასიკვდილოდ დაჭრა.

ახალგაზრდა ქალი, ადგილზე გარდაიცვალა,
სავარაუდო დამნაშავე კი, ადგილიდან მიიმალა.

რადიო ჰერეთთან, ადგილობრუვები ამბობენ, რომ მამაკაცი ქალს, რამდენიმე თვის წინაც ემუქრებოდა, რის გამოც, მასთან მიახლოება კანონით ჰქონდა აკრძალული.

შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავები ამ დრომდე იმყოფებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button