მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ მიდის?!

„ქართულ ოცნებაში“სავარაუდოდ ცვლილებები იგეგმება, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიიდან ბიძინა ივანიშვილი მიდის. აღნიშნულს, პარტიაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

“ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, რომ მსგავსი ინფორმაცია არ სმენიათ, თეა წულუკიანმა კი თქვა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში კიდევ დიდხანს უნდა დარჩეს.

” მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა პარტიის საქმიანობაში იქნება ჩართული კიდევ დიდხანს”, – ამბობს თეა წულუკიანი.

ოპოზიციაში კი ამბობენ , რომ ცვლილებებს აზრი არ აქვს რადგან მათი მტკიცებით, გადაწყვეტილებებს მაინც ბიძინა ივანიშვილი იღებს.

“როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ახლა უკვე ფსონს დებს ყველაზე აგრესიულ პირებზე ვინც მის პარტიაში იმყოფებიან. ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებით დაგვამახსოვრა თავი ბოლო პერიოდში მითუმეტეს რადიკალური განცხადებებით და ინიციატივებით. ახლა მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს იმას ვინ წამოვა წინა პლანზე და ვინ ჩაიჩოჩებს, რადგან მთავარი მიზანია ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვალოს”, – თქვა ენმ-ს ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.

მედიაში ვრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე განიხილება, თავად ბიძინა ივანიშვილი კი, ამჯარადაც გეგმავს პოლიტიკიდან წასვლას.

რა ცვლილებები განხორციელდება “ქართულ ოცნებაში” მომავალ კვირას გაირკვევა. სწორედ ამ დროს იგეგმება პარტიის ყრილობა.

მოვისმინოთ “ქართული ოცნებიდან”, თეა წულუკიანის და ოპოზიციიდან , ზაალ უდუმაშვილის, გიგა ბოკერიას და სერგო ჩიხლაძის განცხადება

მსგავსი პოსტები

Back to top button