მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში კოვიდ პაციენტების მიღება კიდევ ერთმა საავადმყოფომ დაიწყო

 

კოვიდ- 19- ით დაავადებულ მოქალაქეებს, დედოფლისწყაროს საავადმყოფოშიც უმკურნალებენ.
საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა აგლაძის ინფორმაციით, კლინიკაში, უკვე 24 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.

“დღევანდელი მდგომარეობით, გვყავს 24 პაციენტი, აქედან 5 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. სათანადო აღჭურვა გვაქვს, მედპერსონალმაც შესაბამისი გადამზადება გაიარა. ყველა მუნიციპალიტეტიდან გვყავს პაციენტები. მძიმე მდგომარეობაში, უმთავრესად, ასაკიანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები არიან “- განაცხადა აგლაძემ, რადიო ჰერეთთან.

ამ ეტაპზე  დედოფლისწყაროს საავადმყოფოს, კორონა ვირუსით ინფიცირებული 25 პაციენტის მოთავსების რესურსი აქვს.

დღემდე, რეგიონში, კოვიდით დაავადებულ პირებს ოთხი, თელავის რეფერალური საავადმყოფო, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალი, არქიმედეს კლინიკა და თელავის ცენტრალური საავადმყოფო იღებდა.

კოვიდ მიმღებ კლინიკებად, კახეთის სამედიცინო დაწესებულებები, ეტაპობრივად, კორონა ვირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის ზრდის მიხედვით გადაკეთდა

მსგავსი პოსტები

Back to top button