მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში მობილიზაციისთვის ფარულად ემზადებიან

რუსეთს მობილიზაციის მორიგი ტალღა ელოდება, რაც საბოლოოდ გააუარესებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნილი რუსული ჯარების მომზადების ხარისხს, – ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, „ფარული სამობილიზაციო აქტივობების გაგრძელება და მობილიზაციის შემდეგი ტალღისთვის პოტენციური მზადება მიმდინარე შემოდგომის გაწვევასთან ერთად, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან დატვირთვას მოახდენს შეიარაღებული ძალების ფორმირების ისედაც გადატვირთულ რუსულ აპარატზე და საზიანო იქნება მობილიზებული და გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების განვითარებისთვის“.

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ იხსენებს კრემლის განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ სჭირდებოდა მობილიზაციის პერიოდის ოფიციალურად დასრულების შესახებ განკარგულების ხელმოწერა.

ორგანიზაციის შეფასებით, პუტინმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების განკარგულება, სავარაუდოდ, 1-ელი ნოემბრის გაწვევისთვის ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გასათავისუფლებად გასცა. „თუმცა, აშკარაა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არასოდეს შეუჩერებია სამობილიზაციო აქტივობები, რაც ნიშნავს, რომ მობილიზებულების გარკვეული რაოდენობა კვლავ გადის სასწავლო სისტემას, მაშინ როცა ახალწვეულები გადიან საკუთარ სასწავლო ციკლს. ეს, სავარაუდოდ, გამოიწვევს კიდევ უფრო დაბალი ხარისხის წვრთნას, როგორც მობილიზებულებისთვის, ასევე ახალწვეულებისთვის, რადგან ისინი „კონკურენციას უწევენ ერთმანეთს“ არასაკმარისი საწვრთნელი ადგილების გამო. უახლოეს თვეებში, მობილიზაციის შემდეგი ტალღა მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას და, ალბათ, გააუარესებს იმ რუსული ჯარების მომზადების საერთო ხარისხს, რომელსაც უკრაინის ფრონტზე გაგზავნიან“, – აცხადებენ ანალიტიკოსები.

ამასთან ექსპერტების ცნობით, რუსეთის ხელისუფლებას სრულად არ შეუწყვეტია სამობილიზაციო საქმიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მობილიზებულთა გარკვეული რაოდენობა კვლავ წვევამდელებთან ერთად გადის წვრთნას.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს, სავარაუდოდ, გამოიწვევს მობილიზებულ და წვევამდელთა მომზადების კიდევ უფრო დაბალ ხარისხს. მობილიზაციის მორიგი ტალღა უახლოეს თვეებში მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას და, სავარაუდოდ, რუსული ჯარების საერთო ხარისხს, რომლებიც განლაგდებიან უკრაინის ფრონტის ხაზზე.

31 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა, თუმცა ოფიციალური განკარგულება არ მიუღიათ, რადგან როგორც დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, “საჭირო არ იყო”.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია.

პუტინის ცნობით, სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებოდნენ რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

4 ნოემბერს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში მობილიზებულთა რაოდენობამ 318 000 ადამიანს მიაღწია, თუმცა მეორე დღეს ომის კვლევის ინსტიტუტმა დაწერა, რომ ვლადიმერ პუტინი იტყუება, რუსეთში მობილიზაციამ მოსალოდნელი შედეგი არ გამოიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button