მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სენაკში ახალი კოვიდკლინიკა გაიხნსა

სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდკლინიკა გაიხსნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიას თქმით, ეს რეგიონში მეექვსე კოვიდჰოსპიტალია.

“კლინიკა ,,ლაზიკამედი” სენაკში მდებარეობს და იმ პაციენტებს მოემსახურება ვისაც ვირუსის გართულებული ფორმა აქვთ და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. ჩვენ ახალი კოვიდკლინიკის გახსნით, რეგიონში კოვიდ საწოლების რაოდენობა 360-მდე გავზარდეთ”- აღნიშნა მალხაზ თორიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ინფიცირების 199 შემთხვევა დაფიქსირდა.გარდაიცვალა 4 ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button