მსახიობი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი, 1969-1972 წლებში ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974-976 წლებში თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი.
1976–1982 წლებში მუშაობდა ქუთაისის თეატრის დირექტორად, 1982-1992 წლებში იყო სოხუმის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1990-1991 წლებში გოგი ქავთარაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.
მას მონაწილეობა აქვს მიღებული 25 ფილმში. ასევე მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება. გოგი ქავთარაძე კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი იყო.