სპორტი

შოთა არველაძე „ფახთაქორიდან“ ბრუნდება

ტაშკენტის „ფახთაქორის“ ქართველ მწვრთნელს კონტრაქტის ვადა ამოეწურა და იმის მიუხედავად, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მისი გაშვება არ სურს, – არველაძემ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა.

უზბეკეთის სამწვრთნელო შტაბის ქართულმა ლეგიონმა შოთა, არჩილ არველაძეების და გოჩა ტყებუჩავას შემადგენლობით, – „ფახტაქორი“, ქვეყნის 16 საუკეთესო გუნდს შორის ჩააყენა და ბოლო 2 სეზონზე ქვეყნის ჩემპიონობა და უზბეკეთის თასი მოაგებინა.

თურქული მედია ინტენსიურად წერს შოთა არველაძის საკუთარ ქვეყანაში მიწვევაზე. „ტრაბზონსპორმა“ უკვე ოფიციალურადაც მიმართა ქართველ სპეციალისტს. ასევე, ვლადიმერ ვაისის წასვლის შემდეგ 47 წლის მწვრთნელის მიწვევას აპირებს
საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, თუმცა ამ ეტაპისთვია ცნობილია, რომ შოთა არველაძე ამ წინადადებაზე თანახმა არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი ბომბარდირი და ახლა უკვე უზეკური კლუბის თაცკაცი ტაშკენტელებს 2017 წლიდან წვრთნიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button