მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სავაჭრო ცენტრებმა მკაცრი რეგულაციებით მუშაობა განაახლეს

დღეიდან, 24 დეკემბრიდან,საქართველოს დიდ ქალაქებში მოლები გაიხსნა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სავაჭრო ობიექტებს მკაცრი წესების დაცვა მოუწევთ.

• მაღაზიები იმუშავებენ 07:00-დან 19:00 საათამდე;
• მაღაზიის ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი;
• მაღაზიების როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;
• ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;
• ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები;
• მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ;
• სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების მუშაობა, მათ შორის გატანის სერვისით;
• ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები;
• წესების დაცვაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას;

წესების დარღვევისთვის სავაჭრო ობიექტები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო კრიტიკული დარღვევების შემთხვევაში, საქმიანობა შეუჩერდებათ.

საკოორდინაცო საბჭოს წინასწარი გეგმა ითვალისწინებდა 24 დეკემბრიდან სხვა შეზღუდვების შემსუბუქებასაც, თუმცა, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში ისევ არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, დროებით ისევ აკრძალულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაც. არ იხსნება ბაზრობები.

საქართველოს მასშტაბით, ქვეითად და ავტომობილით გადაადგილება ისევ აკრძალულია 21:00-დან 05:00 საათამდე. გამონაკლისი იქნება ახალი წლის – 31 დეკემბრის ღამე და მართლმადიდებლური შობის – 6 იანვრის ღამე.

გამონაკლისის მიუხედავად, მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში.

მსგავსი პოსტები

Back to top button