სოლიდარობა ზურაბ გურიელიძეს – კანცელარიასთან აქცია გაიმართება

დღეს, 20 საათზე, მთავრობის სახელმწიფო კანცელარიასთან, თბილისში, ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია სახელწოდებით: “სოლიდარობა ზურაბ გურიელიძეს” გაიმართება. 

სოციალურ ქსელში აქცია რამდენიმე საათია დაანონსდა.  ფეისბუქში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ახალგაზრდები მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს აქციაზე, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა თბილისის მერის და პრემიერის გადადგომა იქნება.

„დღეს პრემიერმა, მას შემდეგ, რაც ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძეს ერთ საათი კითხავდნენ, განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა შტაბს. გურიელიძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი ბრალია რაც დღეს მოხდა. ეს არის აბსურდი და აქვე ვამტკიცებ, თუ რატომ: ზოოპარკის თანამშრომლები გუშინ ამბობდნენ რომ აკლიათ ორი ვეფხვი, აფთარი და არ იყვნენ დარწმუნებული დათვზე. ეს დოკუმენტურადაც მტკიცდება. დღეს რომდესაც პირველმა ვეფხვმა დაგლიჯა ადამიანი, სამართალდამცავები ვერ აკონკრეტებდნენ ეს იყო ლომი თუ ალბინოსი ვეფხვი. ეს ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ან ერთი ან მეორე შეიძლება იყოს გარეთ. შევიკრიბოთ, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ზურაბ გურიელიძის მიმართ და მოვითხოვოთ ქვეყნის და ქალაქის მთავრობის მეთეაურების გადადგომა“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელიით გავრცელებულ განცხადებაში.

არ დააკავოთ ზურაბ გურიელიძე ჩვენ მხარს ვუჭერთ მას – ამ სახელწოდებით პეტიციას უკვე მოაწერა ხელი 1500-ზე მეტმა ადამიანმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button