მოზაიკარეგიონისაქართველოსიახლეები

აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა მეწარმეს პანდემიამ პრობლემები შეუქმნა

აფხაზეთიდან დევნილი 37 წლის დიანა ფასანძე წლებია ხელთნაკეთ ნივთებს ამზადებს.
ერთ დროს ჰობი უკვე საყვარელ საქმიანობად აქცია და შემოსავლის ძირითად ნაწილსაც აქედან იღებს.

თვითნასწავლი ხელსაქმის ოსტატი პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია, თუმცა ახლა ყველა საქმე განზე გადადო და დროს მხოლოდ „დიას ჰენდმეიდს“ უთმობს. ამბობს, რომ უსარგებლო ნივთი არ არსებობს და ყველა ძველმანს ახალ სიცოცხლეს სძენს. ჯერ დაფინანსება არ მიუღია, მასალას საკუთარი ხარჯებით იძენს, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდა, რადგან ვერ ყიდულობს სასურველ მასალას და ვერც მაღაზიებში აბარებს, ამიტომ ახლა მხოლოდ სოციალური ქსელით ახერხებს პროდუქციის რეალიზებას.

თვითნასწავლი ოსტატი პროდუქციის შესაქმნელად ძირითადად, ჯვალოს, კანაფის ძაფს და თექას იყენებს.
დიანა ამბობს, საახალწლოდ განსაკუთრებით მოთხოვნადია ნაძვის ხეები და ნაქსოვი ქუდები, თუმცა შეკვეთების შესრულებას საკმარისი ხელსაწყოების არქონისა და დახურული მაღაზიების გამო დროულად ვერ ახერხებს.

“მაქვს ბევრი შეკვეთა მაქვს, მაგრამ საკანცელარიო მაღაზიებიც დაკეტილია, ასევე მჭირდება ძაფები და ვერ ვყიდულობ”, – აღნიშნა მან.

ახალგაზრდა ხელოვანი მსურველებს ნატიფი გემოვნებით, სუფთად და საკუთრი თვალთახედვით დამზადებულ ნივთებს სთავაზობს. ახლა ერთი მიზანი აქვს- ინდმეწარმის სტატუსით დარეგისტრირება, დაფინანსების მოპოვება და საწარმო საქმიანობის გაფართოება.

მომავალში ასევე საქმიანობის გაფართოებას გეგმავს.”მინდა ამ ნივთებს ინდივიდუალური ჩანთების და ორიგინალური მაგიდის გადასაფარებლების ხაზიც დავუმატო”,-ამბობს იგი.

პროდუქციის ფასი 5 დან-50 ლარამდე მერყეობს. იგი სხვადასხვა ონლაინ გაყიდვების გვერდებზეა გაწევრიანებული და მხოლოდ ამ გზით ახერხებს ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button