Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კაბალში გატაცებული 16 წლის გოგონა ნაპოვნია

360

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გატაცებული 16 წლის გოგონა იპოვეს.

გოგონა და 21 წლის მამაკაცი, რომელმაც ის, სავარაუდოდ, ძალის გამოყენებით წაიყვანა, ამ წუთებში აფენის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

გოგონას ოჯახი მამაკაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

“უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. რას მიქვია ძალით წაყვანა, თანაც არასრულწლოვანის. ვითხოვთ რომ კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი” – ამბობს მამა, რადიო ჰერეთთან.

შეგახსენებთ, გატაცებულ გოგონას პოლიცია სამი დღის განმავლობაში ეძებდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ის მეზობელთან ნიშნობაში იმყოფებოდა. უკან დაბრუნებული კი, რამდენიმე პირმა, სავარაუდოდ, ძალის გამოყენებით, მანაქანაში ჩასვა და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანა.

მშობლებმა შვილის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გოგონა კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ, სახლში არ დაბრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი