მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ზურაბიშვილმა გახარია პრემიერ-მინისტრად დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას.

პრეზიდენტმა განკარგულება ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა 

დღეს საქართველოს ერთპარტიულმა პარლამენტმა, 85-მა მომხრემ და არცერთმა წინააღმდეგმა გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა.

უახლეს ისტორიაში პირველად მთავრობის დამტკიცების პროცესში ბოიკოტის გამო არ მონაწილეობდა ოპოზიცია, რომელმაც მანდატებზე უარი თქვა და ნაწილმა პარტიული სიებიც ჩახსნა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა პოსტ-პანდემიური ეკონომიკის აღდგენის დაწყება 2021 წლის მეორე ნახევრიდან დააანონსა. სოციალური ჯანდაცვის მიმართულებით მთავრობის პოლიტიკა უცვლელი რჩება. გახარიამ კვლავ ისაუბრა ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების გადახედვისა და სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე. ოკუპირებულ ტერიტორიებთან პრინციპულთან ერთად რაციონალური პოლიტიკა – მისი თქმით “ქართული ოცნების” კურსი იქნება.

გახარიას და პარლამენტარებს დღესაც სამოქალაქო აქტივისტების შესახილებითა და პროტესტის ფონზე მოუხდათ მუშაობა. დილიდან პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ

მსგავსი პოსტები

Back to top button