მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა

წარსულში ცნობილი ტელევარსკვლავი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯელიეტა ვაშაყმაძე საქართველოს ტელევიზიაში დაარსების დღიდან,1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა, ჯერ დიქტორად,ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად.

სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.

დაქორწინებული იყო ტელერეჟისორ შალვა გაბუნიაზე, წყვილს ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავს-გიორგი გაბუნია, რომელიც თავადაც ცნობილი ტელეწამყვანია და დათა,ასევე სატელევიზიო პროდიუსერი.

2013 წლის 30 დეკემბერს,საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში,თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და შურიკო მაჭავარიანს. 

12 დეკემბერს, კიდევ ერთი, წარსულში ცნობილი ტელევარსკვლავი, დონარა კინწურაშვილიც გარდაიცვალა. 

მედია ჰოლდინგი ჰერეთი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ტელემაყურებელს.

მსგავსი პოსტები

Back to top button