Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“მარისია” – 20 წლის გოგონას ჩირების ბიზნესის ისტორია ზუგდიდიდან

ნატურალური ჩირების დამზადების გარდა "მარისიას" ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ხილისგან დამზადებული ჩაი მომხმარებლის მაღალ გემოვნებას აკმაყოფილებს.

175

20 წლის მარიამ თოლორაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალკახათიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტია.

დასთან ერთად ემიგრაციაში,კერძოდ გერმანიის ქალაქ კიოლნში წასვლა კორონაპანდემიის გამო ჩაეშალა.

მშობლიურ სოფელში დარჩენილს ბევრი არ უფიქრია, ეზოში ხილის მოკრეფა დაიწყო და ჩირების დამზადებას მიჰყო ხელი.

მარიამი ბევრს კითხულობს, ინფორმაციას ეძებს, აინტერესებს და სურვილი აქვს მისი ნახელავი ხარისხიანი,ნატურალური და გემოვნური თვისებებით გამორჩეული იყოს.

ამისთვის კი ბევრს შრომობს, საკუთარი ბრენდიც შექმნადა ახლა უკვე “მარისიას” სახელით საკუთარ პროდუქციას ონლაინ შეკვეთებით ყიდის.

“ისე მიყვარს ეს საქმე რასაც ვაკეთებ. ამ სიკუსკუსეების Შექმნა Ჩემთვის იმდენად ჰარმონიულია და ისეთ ენერგიას მაᲫლევს ვერ ავღწერ.Ჩემმა ოჯახის წევრებმა ყველაზე კარგად იციან ,თუ როგორი დიდი Შრომა მაქვს Ჩადებული მათ ᲨექმნაᲨი”,-ამბობს მარიამი

ნატურალური ჩირების დამზადების გარდა “მარისიას” ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ხილისგან დამზადებული ჩაი მომხმარებლის მაღალ გემოვნებას აკმაყოფილებს.

ამბობს, რომ ეს მისი რეცეპტია და ამით შეუძლია იამაყოს.

20 წლის მარიამი „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის მონაწილეა, თუმცა, დაფინანსება ვერ მოიპოვა. ახლა მისი ყველაზე დიდი სურვილია საშრობი აპარატი ქონდეს, რომ უფრო მეტი ხილი გააშროს და საქმიანობა ისე გააფართოვოს ,რომ სოფელში რამდენიმე ადამიანიც დაასაქმოს.

“მარისიას” ჩირები სამეგრელოში სოფელ ახალკახათში და არა მარტო აქ, უკვე ყველამ იცის.

ამბობს, რომ საყვარელი საქმის ბიზნესად ქცევამ შემოსავალის წყარო გაუჩინა, ახლა სწავლის დაფინანსებასაც თავად ახერხებს, ოჯახსაც ეხმარება

და მომავალში სოფელში ვარდების სათბურის გაშენებასაც გეგმავს.

ავტორი: თეა შონია

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი