Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„ბარსელონას“ ყველა ფეხბურთელი დღეს კორონავირუსის ტესტს გაიკეთებს

37

კატალონიურმა გრანდმა 5 იანვრის ვარჯიში გააუქმა. მიზეზი ორი ფეხბურთელის დაინფიცირებაა, რომელთაც კოვიდინფექცია გუშინ გვიან ღამით დაუდასტურდათ.

„ბარსელონას’ პრესსამსახური ინფიცირებულთა ვინაობის და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შეგნებულად არ ასაჯაროვებს.

კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დღეს გუნდის ყველა წევრს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდება.

კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატში 28 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ. უახლოესი შეხვედრა „ბილბაოს“ წინააღმდეგ ხვალ, 6 იანვარს არის დაგეგმილი.

შედგება თუ არა ეს მატჩი, მხოლოდ მოთამაშეთა ტესტირებების პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი