Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ლაგოდეხში ტაქსის მძღოლებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ

814

ლაგოდეხში ტაქსის მძღოლების მიზნობრივი ტესტირება დაიწყო – ამის შესახებ რადიო ჰერეთს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონულ სამსახურში განუცხადეს.

„იმის გამო,რომ სამარშრუტო ტაქსებს დროებით შეჩერებული აქვთ გადაადგილების უფლება – მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ მეტი დატვირთვა წამოვიდა და მათ ყოველ 2 კვირაში ერთხელ მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდებათ-  აცხადებს რადიო ჰერეთთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონული სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი გოზალიშვილი

დღევანდელი მდგომარეობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კოვიდინფექციის 1261 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 956-ია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ლაგოდეხში აღებული 81 ტესტიდან 38 დადებითი პასუხია. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 305 ინფიცირებული მკურნალობს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონული სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი გოზალიშვილი საუბრობს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი