Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ლურჯი ქალაქი” – ზღაპარი დედამიწაზე

მაროკოს ქალაქი ჩეფჩაუენი ებრაელებმა შეღებეს ლურჯად, ვინაიდან ეს ფერი ღმერთთან სიახლოვისა და ცის სიმბოლოა

103

გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა ზღაპარში მოხვედრა?✨
სწორედ ასეთი განცდა დაგეუფლებათ მაროკოს ქალაქ ჩეფჩაუენში მოხვედრისას, რომელიც “ლურჯი ქალაქის” სახელითაა ცნობილი.

ორი მწვერვალის ფერდობებზე გაშენებული ქალაქის სახელწოდება ბერბერთა ენაზე „რქებს“ ნიშნავს.
ჩეფჩაუენი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ჩეფშაუენის ვიწრო ქუჩებშიც უამრავ საქმოსან ადამიანს შეხვდებით.

მყუდრო, პატარა, ვიწრო ქუჩებით გამორჩეული ქალაქი მთლიანად ერთი ფერისაა.

ლეგენდის მიხედვით, ქალაქი აქ ჩამოსახლებულმა ებრაელებმა შეღებეს ლურჯად, ვინაიდან ეს ფერი ღმერთთან სიახლოვისა და ცის სიმბოლოა.

ულამაზესი ქუჩები, კარები, თაღები და სახლები ქალაქს იდუმალებას ანიჭებს.

ლურჯი ფერის ფონზე თითოეული ყვავილი და დეტალი გამორჩეულია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი