სპორტი

ნიკა ამაშუკელის დებიუტი – ქართველი არბიტრი ჩემპიონთა თასის მატჩს უმსაჯებს

ნიკა ამაშუკელი პირველი ქართველია რაგბის ისტორიაში, რომელიც ევროპის უძლიერეს სარაგბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასის შეხვედრაზე იმუშავებს.

17 იანვარს 28 წლის ქართველი რეფერი პარიზში, ფრანგული „რასინგ 92“ და ინგლისური პრემიერშიფის ერთერთი ლიდერის, „ჰარლიქუინსის“ დაპირისპირებას განსჯის.

ბოლო რამდენიმე წელია ქართველი არბიტრი ექვსი ერის ახალგაზრდულ ტურნირს და ჩელენჯ-ქაფის შეხვედრებს სისტემატურად მსაჯობს.

„ჩემპიონთა თასზე დანიშვნას ჯერ არ ველოდებოდი, რადგან ასეთ გარემოს შესაბამისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება ჭირდება. ბედნიერი ვარ და ბავშვობის ოცნება ამიხდა, რადგან ყოველთვის მსურდა,ნებისმიერი ფორმით გავსულიყავი მოედანზე, სადაც უმაღლესი დონის ვარსკვლავები იქნებოდნენ.“ – წერს ამაშუკელი.

დიდი შანსია, რომ 17 იანვარს ფრანგულ-ინგლისურ ჩემპიონთა ჯახზე ნიკა ერთადერთი ქართველი არ იქნება. „რასინგ 92“-ის ღირსებას ამ დრომდე 2 ქართველი მორაგბე: გურამ გოგიჩაიშვილი და გია ხარაიშვილი იცავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button