Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მარიამ ბოლქვაძის წარმატებული სტარტი ავსტრალიის ღია პირველობაზე

61

მსოფლიო რეიტინგის 192-ე ჩოგანმა მარიამ ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაცია მოგებით დაიწყო.

ქართველმა ჩოგბურთელმა 2 სეტში აჯობა მსოფლიოს 626-ე ჩოგანს, ინდოელ კარმან კაუნ ტანდის. შეხვედრა 2 საათი და 31 წუთი გაგრძელდა და 7:6(4) 7:6(4) დასრულდა.

ორივე სეტში ტაი-ბრეიკი დაინიშნა და ქართველმა თამაში ორივეჯერ სათავისოდ შემოაბრუნა.

ბოლქვაძის მომდევნო მეტოქე რუსი მარგარიტა გასპარიანი იქნება. რუსმა ჩოგანმა თავის პირველ შეხვედრაში იტალიელი დი ჯუზეპე სამ სეტში დაამარცხა.

რაც შეეხება ტურნირზე მოასპარეზე მეორე ქართველს, ეკატერინე გორგოძემ კვალიფიკაციის პირველი ბარიერი ვერ გადალახა და ხორვატ იანა ფეტთან 3:6, 3:6 დამარცხდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი