Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში ერთი საფეხურით წინ წაიწევს

20

ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც საპრიზო ფონდი 361 800 ევროა,- ქართველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამოსვლა დაასრულა.

მეოთხედფინალში ნიკოლოზი რეიტინგით 21-ე ჩოგანთან, ავსტრალიელ ალექს დე მინორთან დამარცხდა, რომელიც ტურნირზე მე-4 ნომრად იყო განთესილი.

ბასილაშვილი და დე მინორი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა და 2 სეტში, 28 წლის ქართველის მარცხით, 2:6, 4:6 დასრულდა.

ბასილაშვილმა ტურნირზე, როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგშიც იასპარეზა და გერმანელ ანდრე ბეგმანთან ერთად, აღნიშნულ პოზიციაზეც მეოთხედფინალამდე გააღწია.

ამ შედეგით, ბასილაშვილმა სარეიტინგო ქულები გამოიმუშავა და ATP-ის განახლებულ რეიტინგში 39 ადგილზე იქნება.

ცნობილია, რომ ქართველი ჩოგანი 8 – 21 თებერვალს ავსტრალიის ღია პირველობაზე ძირითად ბადეში ითამაშებს. შეხვედრებს „მელბურნ – პარკი“ უმასპინძლებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი