“ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატად კახი კალაძე დაასახელა

“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს ოფიციალურად დღეს წარადგენს.

პოლიტსაბჭოს სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა კახი კალაძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მერობის კანდიდატად კახი კალაძესთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა არ განხილულა.

უმრავლესობის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ თვითმმართველობის არჩევნების კამპანიაში ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერთვება.

კანდიდატის ოფიციალური დასახელება 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button