Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ქარიმ ბენზემა შეასაძლოა საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნდეს

52

2015 წლის შემდეგ, მადრიდის „რეალის“  თავდამსხმელს ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია.

მიშელ მულინი, რომელიც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატია, – ფრანგულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მისი სურვილია, ქარემ ბენზემა კვლავ იხილოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

მულინმა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის ვალდებულებაა მთავარ მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან ურთიერთობები დაარეგულიროს და მოაგვაროს. „მე ვეტყვი დიდიე დეშამს, რომ 33 წლის ფეხბურთელი უკან დააბრუნოს.  ვფიქრობ, რომ იმ დონის შემტევი, როგორიც ბენზემაა, ნაკრებმა არ უნდა  დაკარგოს“, – აღნიშნა მულინმა.

შეგახსენებთ, რომ ქარიმ ბენზემა „სამფეროვანთა“ ნაკრებიდან, საკუთარი თანაგუნდელის, მატიე ვალბუენას ინტიმური ვიდეობით შანტაჟის გამო მოკვეთეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი