Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ტატო გრიგა;ლაშვილი – საუკეთესო ძოუდოისტი დოჰას მასტერსზე

48

ყატარის დედაქალაქში დასრულდა ტურნირი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საუკეთესოები გამოავლინა.

ქალთა შორის ეს ტიტული ფრანგ რომან დიკოს ერგო, ხოლო ვაჟ ძიუდოისტთა შორის საუკეთესოდ ქართველი ტატო გრიგალაშვილი დაასახელეს.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მასტერსზე შეუცდომლად იასპარეზა და ეროვნულ ნაკრებს პირველი ოქროც მოუტანა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 21 წლის გრიგალაშვილის აქტივში წაუგებელი სერია თითქმის 1 წელია გრძელდება: 2020 წლის 21 თებერვლიდან 2021 წლის 12 იანვრამდე მებრძოლმა 21 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო. ამ შედეგით ძიუდოისტმა 4 დიდი შეჯიბრი ტრიუფით დაასრულა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი