სპორტი
ლუკა იოვიჩი აინტრახტში დაბრუნდა

მადრიდის რეალის ყოფილი თავდამსხმელი, სერბი ლუკა იოვიჩი ფრანკფურტულ კლუბს დაუბრუნდა. ინგორმაციას ორივე გუნდის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს.
იოვიჩი „აინტრახტში“ იჯარის წესით სეზონის ბოლომდე დარჩება და 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
2019 წლის ზაფხულში 23 წლის სერბი, სამეფო კლუბმა 70 მლნ ევროდ შეიძინა. დიდი მოლოდინის მიუხედავად, იოვიჩმა რეალის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. არც გოლეადორობით გამოუჩენია თავი და გარდა ამისა, კოვიდსკანდალშიც არაერთხელ გაეხვა.
ლუკა იოვიჩის ანგარიშზე 2017-2019 წლების სეზონში,“აინტრახტის“ რიგებში 75 თამაშში გატანილი 27 გოლია მაშინ,როცა სამეფო კლუბთან თანამშრომლობისას მხოლოდ 2 ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.