სპორტი

საქართველო-რუსეთის გადადებული მატჩი 7 თებერვალს ჩატარდება

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი ჯახი რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ჯერ კიდევ გასული წლის მარტში უნდა გამართულიყო, მაშინ „დათვები“ უკვე თბილისში იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ დაპირისპირებას კოვიდპანდემიამ შეუშალა ხელი.

მეორედ, მატჩის ჩატარების თარიღად, 2020 წლის ნოემბრის თვე დაინიშნა, თუმცა აქაც პანდემიის მეორე ტალღა აღმოჩნდა ხელისშემშლელი მიზეზი.

საინტერესოა,რომ რუსეთის ეროვნული ნაკრების უელსელმა თავკაცმა ლინ ჯონსმა სამწვრთნელო შტაბში ახალ ზელანდიაში დაბადებული ინგლისელი ბორის სტანკოვიჩი და შოტლანდიელი კარლ ჰოგი შეარჩია. მწვრთნელებს მოახლოებულ შეხვედრაში დებიუტი აქვთ.

ამ დრომდე ჯერ კიდევ არ არის ცნობილი გადადებული მატჩის ჩატარების ადგილი. თავის დროზე შეხვედრის მასპინძლად თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი იყო დასახელებული.

რაგბი ევროპის 2020 წლის ტურირში ბორჯღალოსნებს 4-ვე მატჩი აქვთ მოგებული და ამ მაჩვენებლით 10-10 ქულით უსწრებენ პორტუგალიას და ესპანეთს. რუსეთს 2 მოგება და 2 წაგება აქვთ და მეოთხე ადგილზე არიან. ამიტომ, ქართველებს ტურნირის პირველობა გარანტირებული აქვთ.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს 12 -ჯერ აქვს მოგებული. შარშან კი ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button