პირი, რომელმაც სავარაუდოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი მამაკაცი დაჭრა იდენტიფიცირებული და დაკავებულია.
ამის შესახებ, რადიო ჰერეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
დაკავებულია იმავე სოფელში მცხოვრები, 1970 წელს დაბადებული პირი.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7- დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაჭრის ფაქტი, სოფელ ზეგაანში 15 იანვრის ღამით მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, სოფელში მცხოვრები სამი მამაკაცი გულ-მკერდისა და მუცლის არეში, ცივი იარღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს.
სამივე დაშავებული გურჯაანის “ჯეო-ჰოსპიტალშია” მოთავსებული.
ექიმების განმარტებით, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.