მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ლაგოდეხის საჯარო სკოლებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდა

ლაგოდეხის 28-ვე საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში დაიწყო . ამის შესახებ რადიო ჰერეთს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ლაგოდეხის რაიონული სამსახურის მენეჯერმა მანანა ჩიკვაიძემ განუცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე მიიღეს.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ლაგოდეხის რაიონული სამსახურში იმედი აქვთ რომ , 1 თებერვლის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ეპიდვითარების შესაბამისად, სწავლების საკლასო ოთახებში განახლების შესაძლებლობა იქნება.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, საჯაროო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს ინდივიდუალურად დააწერინეს განცხადებები, სადაც ისინი ონლაინ-რეჟიმში სწავლის გაგრძელებას ითხოვენ.

მანანა ჩიკვაიძე ადასტურებს ფაქტს და თვლის, რომ ამ ეტაპზე საჭირო აღარ არის მსგავსი განცხადებების დაწერა, რადგან სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე საჯარო სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურად უკვე დაიწყო.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ლაგოდეხის რაიონული სამსახურის მენეჯერს მანანა ჩიკვაიძეს მოუსმინეთ

მსგავსი პოსტები

Back to top button