მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ზუგდიდის საჯარო სკოლების ნაწილმა სწავლება საკლასო ოთახებში განაახლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ დაჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში განახლდა, ხოლო ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ბულიამ რადიო თბილისთან აღნიშნა,რომ ზუგდიდში სულ 57 საჯარო სკოლაა, აქედან 6 კერძოა.
39 სკოლა სოფლებში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი ქალაქის ტერიტორიაზე.

მისივე თქმით, სკოლებში სადაც სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში განახლდა, გათვალისწინებულია ეპიდემიოლოგების რჩევები და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

მსგავსი პოსტები

Back to top button