Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საჰარას უდაბნოში მოთოვა

216

ჩრდილოეთ ალჟირში, აინ სეფრას მოსახლეობა უჩვეულო მოვლენის მომსწრე გახდა. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, საჰარას უდაბნოში თოვლი მოვიდა.

ქალაქში მას შემდეგ მოთოვა, რაც ჰაერის ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა.

მეტეოროლოგები ამ გასაოცარ მოვლენას ევროპასა და ამერიკაში მიმდინარე კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ.

მართალია, თოვა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ეს დრო სრულიად საკმარისი გამოდგა ბავშვებისთვის, რათა ქვიშის სასახლეებისა და თოჯინების ნაცვლად თოვლის ფიგურები გაეკეთებინათ.

აინ-სეფრაში ზაფხულში ტემპერატურას 50 გრადუსისთვისაც გადაუჭარბებია, ზამთარში კი საშუალო ტემპერატურა 13-15 გრდუსია.

ბოლო 40 წლის განმავლობაში, საჰარას უდაბნოში ნალექი მეოთხედ დაფიქსირდა. ბოლოს ქალაქში 2018 წლის იანვარში მოთოვა.

საჰარა მსოფლიოში უდიდესი ქვიშიანი უდაბნოა, ფართობით 9 მლნ კვ. კილომეტრია. მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში. მას აფრიკის ტერიტორიის დაახლოებით 1/4 უკავია, ანუ თითქმის ავსტრალიის ტოლი ფართობი. საჰარის უდიდესი ნაწილი უწყლო და უსიცოცხლოა, რადგან მისთვის დამახასიათებელია მეტად მკაცრი და გაუსაძლისი ბუნებრივი პირობები: ზაფხულში გამორჩეულად დიდი სიცხე, სიმშრალე, ძლიერი ხანგრძლივი ქარები; დღე-ღამეში ტემპერატურის დიდი რყევები, ზოგან წვიმა წლების განმავლობაში არ მოდის; გაუდაბნოების უწყვეტი პროცესის გამო საჰარის ფართობი იზრდება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი