რეგიონისაქართველოსიახლეები

ხობის ცენტრალურ პარკში გარეგანათების ნათურები მოიპარეს

ხობის ცენტრალურ პარკში,საახალწლო გარეგანათების ნათურები მოიპარეს. ამის შესახებ ხობის მოხალისეთა ჯგუფში დაიწერა.

“91 ნათურა, რომ ჩამოხსენი და წაიღე იცი ალბათ, რომ ყველამ ,,დაგლოცეთ”…  წერენ ხობის მოხალისეთა ჯგუფში.

რადიო თბილისმა ფაქტის ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში გარკვევა სცადა.

როგორც მერიის შპს კეთილმოწყობისა და გარენანათების ცენტრის დირექტორმა ნერუ ბუკიამ გვითხრა,დეტალებს არკვევენ.

“მე ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ნათურაა ჩამოხსნილი… ყოველ ას მეტრში გვაქვს 400-მდე ნათურა. სამი დღის წინ დავიწყეთ საახალწლო დეკორაციების მოხსნა პარკის ტერიტორიიდან. როგორც თანამშრომლებმა მითხრეს საუბარია 30 ნათურაზე,თუმცა ვითვლით. შეიძლება ზოგიც ადგილზე გადაიწვა. გავერკვევით,სწორედ ამ პროცესში ვართ ახლა”,-გვითხრა მან.

მისივე განმარტებით,თუ აღრიცხვის შემდგომ მნიშვნელოვანი გარეგანათების ნათურები დააკლდებათ, რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს მიმართავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button