კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კისისხევში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

50 წლამდე ასაკის მამაკაცს გამოძიება, ცივი იარაღის გამოყენებით, 30 წლის ქალის მკვლელობასა და 36 წლის მამაკაცისათვის არაერთი ჭრილობის მიყენებას ედავება.

დაკავებული ბრალს აღიარებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე და 19, 109- ე მუხლებით დაიწყო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 16- დან 20.წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, შემთხვევა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ერთ- ერთ ფერმაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა

მსგავსი პოსტები

Back to top button