მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ზურაბ ბერიკაშილმა თანამდებობა დატოვა. კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დაკავებული პოსტიდან წასვლის შესახებ, შინაგან საქმთა მინისტრს თავად მიმართა.

ინფორმაციას, დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაგომის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ბერიკაშვილთან ერთად თანამდებობას მისი მოადგილეებიც დატოვებენ.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ზურაბ ბერიკაშვილი მუშაობას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტენტში გააგრძელებს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას ბერიკაშვილი 2017 წლიდან იკავებდა.

ინფორმაცია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ, 2020 წლის 25 დეკემბერს კახეთში მომხდარი რეზონანსული მკვლელობისთანავე ვრცელდებოდა, როცა თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მიადგილემ, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლა.

იმ დრიოსათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბერიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება არ დაადასტურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button