სპორტი

ოთარ კიტეიშვილის მე-4 გოლი ავსტრიის ბუნდესლიგაში

ავსტრიის მე-14 ტურში გრაცის „შტურმმა“ „ჰარტბერგს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პირველი გოლი მატჩის 22-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი ოთარ კიტეიშვილია. სტუმრებმა ანგარიში მალევე, 3 წუთში გაათანაბრეს.

მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა და „შტურმმა“ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრაში 85 წუთი ითამაშა.

მიმდინარე სეზონზე კიტეიშვილმა 11 მატჩი ჩაატარა და აქტივში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button