მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ადვოკატები დღეს კარტოგრაფების გათავისუფლებას მოითხოვენ

საქალაქო სასამართლო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვას განაგრძობს დაკავებულების ადვოკატები პროცესზე დღეს კარტოგრაფების გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

“დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. ერთადერთი სამართლიანი, სწორი გადაწყვეტილება სასამრთლოს მხრიდან ჩვენი აზრით იქნება შუამდგომლობის დაკმაყოფილება. მოლოდინი არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი საქმეა ის,რ აც უდნა გავაკეთოთ და ამას ვაკეთებთ – ვცდილობთ დავიცვათ უდანაშაულო ადამიანების ინტერესები იმ სასამართლოში, რომელიც სამწუხაროდ გვაქვს”, – ამბობს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე.

პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას, მხარდასაჭერი აქციის გამართვა იგეგმება

“ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესის პარალელურად გაიმართება საპროტესტო აქცია და ამით მხარს დავუჭერთ პოლიტპატიმრებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმრები არიან”, – ამბობს, “სირცხვილიას” აქტივისტი, გიორგი მჟავანაძე

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოძიება დაასრულა და ის სასამართლოს გადასცა. საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც სახელმწიფოებს შორის დამტკიცებული არ იყო და წინააღმდეგობაში მოდიდოა ქვეყნის ისტორიულ საზღვართან.

პროკურატურამ ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერებიც გაავრცელა.

შეგახსენებთ საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button