Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

1 თებერვლიდან კახეთის საჯარო სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

241

კახეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეები 1თებერვლიდან სწაკლაო ოთახებში განაახლებენ სწავლას .
გადაწყვეტილება პრემიერ- მინისტრთან არსებულმა საკორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზს ემყარება.

“სადაც კორონა ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი დაბალია, სკოლების გახსნის გადაწყვეტილება მიღებულია. პედაგოგები დაექვემდებარებიან 14 დღეში ერთხელ ტესტირებას, დანარჩენი რეგულაციები, პირბადის ტარება, დეზინფექცია, თერმოსკრინინგი ყველაფერი ძალაშია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლასის მშობლები გადაწყვეტენ, რომ მოსწავლემ სკოლაში არ უნდა იაროს, შესაძლებელია ადგილზე გადაწყვეტილების მიღება და კლასის ონლაინ- სწავლებაზე დატოვება. სწავლა განახლდება, როგორც ქალაქის, ასევე სოფლების სკოლებშიც. ჯერჯერობით, კონკრეტულ გადაწყვეტილება სახელოვნებო, სპორტულ და სხვა სკოლებზე არ გვაქვს” – განაცხადა შიოშვილმა რადიო ჰერეთთან.

პედაგოგების პსრ ტესტირება სკოლების მიხედვით, რეგიონში უკვე დაწყებულია.

კონტროლს დაწესებული რეგულაციების შესრულებაზე, ზედამხედველობის სამსახურები და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტი განახორციელებს.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში, ონლაინ სწავლების რეჟიმზე, საჯარო სკოლები ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემდეგ, 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად გადავიდნენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი