კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რუსთავში მტკვარში მამაკაცს ეძებენ

რუსთავში მტკვარში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ . სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო

35 წლამდე ასაკის მამაკაცი ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის ტერიტორიაზე, მდინარის ნაპირიდან გაუჩინარდა. მეთევზებმა ნაპირზე მისი ტანსაცმელი და პირადი ნივთები ნახეს. თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი მდინარეში შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

დაკარგული მამაკაცის ვინაობაა უკვე დადგენილია.

სამძებრო ღონისძიებებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ახორციელებს. სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 2 სამაშველო ჯგუფი და ორი მყვინთავი

მსგავსი პოსტები

Back to top button