მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანის 6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

გაზმომარაგების შეწყვეტის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ექვს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სწავლის შეწყვეტის მიზეზი, სკოლებში დამონტაჟებული გათბობის სისტემების გაზ მომარაგებაზე დამოკიდებულება გახდა.

გურჯაანის საგანმანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, მუნიციპალიტეტში ექვსი სკოლაა დაკეტილი.

“ქალაქის პირველ, მეორე და მეოთხე, ასევე სოფელ გურჯაანის, ბაკურციხის და ვეჯინის საჯარო სკოლებში, ორი დღით სწავლა არ იქნება. გიდასტურებთ, რომ ზამთრის სეზონზე, ამ სკოლების ფუნქციონირება გაზმომარაგებაზეა დამოკიდებული. სწავლის განახლების შემდეგ, დირექცია გადაწყვეტს გაცდენილი საათების ანაზღაურების საკითხს”- განაცხადა მინდიაშვილმა.

ბუნებრივი აირის მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, კომპანია “სოკარ- ჯორჯია გაზმა” საკუთარ მომხმარებლებს სატელეფონო შეტყობინებებით აცნობა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ გადაუდებელი სამუშაოები, გურჯაანი- ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო გახდა ჩასატარებელი.

“გზის სამშენებლო სამუშაოების გამო, აუცილებელი გახდა გაზსადენის გათიშვა და მისი გადატანა. სამუშაოები მიმდინარეობს და როგორც დასრულდება, მომარაგება აღდგება”- განაცხადეს კომპანიაში.

ბუნებრივი აირის მიწოდება ქალაქ გურჯაანსა და ოთხ მიმდებარე სოფელში ორი დღით, 3- 4 თებერვალს იქნება შეწყვეტილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button