Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„ევროვიზია” 2021 წლის 22 მაისს როტერდამში ჩატარდება

65

სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია“ წელს სავარაუდოდ ცარიელ დარბაზში ჩატარდება. ამის შესახებ კონკურსის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

მათივე თქმით, კონკურსის მონაწილეებსა და პერსონალს სოციალური დისტანციის დაცვა და კოვიდ-ტესტების ჩატარება მოუწევთ.
იმ მონაწილეებს კი, რომლებიც ნიდერლანდებში ჩასვლას ვერ შეძლებენ, კონკურსზე ცოცხალი ჩანაწერის წარდგენის უფლება ექნებათ.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებთ, კონკურსის ფინალის ფორმატზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში გამოცხადდება.

„ევროვიზიის“ ფინალი როტერდამში 22 მაისს გაიმართება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი