მერის გადადგომის მოთხოვნით ჩხოროწყუში ხელმოწერების შეგროვება იწყება
ჩხოროწყუში, ადგილობრივი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამ წუთებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიას ხვდებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნაა ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას იმპიჩმენტი. სწორედ აღნიშნული მოთხოვნით ხვალიდან ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.
შეგახსენებთ,რომ ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს “დასუფთავების აქციის” ფარგლებში, მერიის ყოფილმა თანამშრომელმა 25 იანვარს საპირფარეშო მოარეცხინა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს.
მომხდარს იკვლევს სახალხო დამცველის აპარატიც.
ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავებაში არასრულწლოვნების ჩართვის ფაქტს აღმაშფოთებელს უწოდა 1 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარის სიტყვებით, ხელსუფლებას ამ საკითხზე უმკაცრესი რეაგირება ექნება.