სპორტი

„ბაიერნი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

მიუნხენის „ბაიერნი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ეგვიპტურ „ალ აჰლის“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
მატჩის გმირმა რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა.

პოლონელმა ფორვარდმა გოლები მე-17 და 85-ე წუთებზე გაიტანა.

„რეკორდმაისტერს“ ეს ტიტული სამჯერ აქვს მოგებული: 1976; 2001 და 2013 წლებში.

ფინალში მიუნხენელთა მეტოქე „ტიგრესი“ იქნება. აღსანიშნავია,რომ მექსიკური გუნდი და კონკაკაფის წარმომადგენელი პირველად გავიდა ამ ტურნირის ფინალში.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური შეხვედერა 11 თებერვალს, თბილისის დროით, 22 საათზე გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button