სპორტი

ჯაბა კანკავა ყოფილ გუნდს ამარცხებს

საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში კანკავას „ვალანსიენი“ სტუმრად „რეიმსს“ შეხვდა და 4:3 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ სანამ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანზე იყო, გუნდი 3 ბურთიანი სხვაობით იგებდა. კანკავა მწვრთნელმა 84-ე წუთზე შეცვალა, რადგან ყვითელი ბარათის მიღებას არიდებოდა და შემდეგ მატჩში კლუბს დახმარებოდა.

ჯაბა კანკავამ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი იანვარში გააფორმა და ის გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება. ვალენსიენის რიგებში ქართველმა უკვე 5 მატჩი ჩაატარა.

მთავარი მწვრთნელი ოლივიე გეგანი ქართველ ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობაში დაყენებით დიდ ნდობას უცხადებს.

ყოფილ გუნდთან მოგების შემდეგ, კანკავას ახალი კლუბი „ვალანსიენი“ 1/16 ფინალში „ტრუას“დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button