კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გვარების ომი-არის თუ არა მუთოშვილი რუსული პროვოკაციის მსხვერპლი

“მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვა შესაძლოა, რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს” – ამის შესახებ, რადიო ჰერეთს, პანკისში, გვარების დაპირისპირების დროს მოკლული ვისური მუთოშვილის ძმის ადვოკატმა განუცხადა.

შმაგი მუთოშვილის ადვოკატი, ბადურ გულიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც დაპირისპირებული გვარის წარმომადგენლის სახლის დაცხრილვას ედავებიან, რუსული პროვოკაციის მსხვერპლი იყოს.

” მურად ქავთარაშვილს რუსული სპეც სამსახურები დევნიან და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააპატიმრა კიდეც. ქავთარაშვილს რუსეთში ტერორიზმის მხარდაჭერასა და სხვადასხვა პირების ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვას ედავებოდნენ. რატომაა გამორიცხული, რომ ვისურის მკვლელობის შემდეგ, გვარების დაპირისპირება გამოიყენეს და მის სახლს ესროლეს? ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნამ აჩვენა, რომ არცერთ იარაღზე, რომელიც თითქოს შმაგის ამოუღეს, მისი კვალი არ არის” – განაცხადა გულიაშვილმა.

ქავთარაშვილების ოჯახი ადვოკატის მოსაზრებას არ იზიარებს. მურად ქავთარაშვილის ძმა, მერაბ ქავთარაშვილი რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ვერსია სწორი არ არის.

” ჩვენ ვინმეს პატიმრობა კი არ გვინდა, მაგრამ ეს ვერსია სწორი არ არის. მურადი თბილისშია და თუ რუსეთის სპეცსამსახურებს მისი მოძებნა უნდოდათ, დიდ ქალაქში ამის გაკეთება ხომ ბევრად ადვილია, ვიდრე ხეობაში ჩამოსულიყო ვინმე და აქ სახლისთვის ესროლა. ჩემი პოზიციაა, რომ შერიგება მოხდეს, ყოველთვის დაპირისპირების წინააღმდეგი ვარ”- განაცხადა ქავთარაშვილმა.

მურად ქავთარაშვილის შესახებ რუსული პრესა 2019 წლის 12 დეკემბერს მართლაც წერდა.
გამოცემა “аргументи и факти” სტატიაში აქვენებდა, რომ ” მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა მურად ქავთარაშვილი, რომელსაც ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ედებოდა ბრალი. ის ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ნათესავია. ქავთარაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს და მისი ადგილსამყოფელის დადგენა მიმდინარეობს.”

მურად ქავთარაშვილს, მუთოშვილების გვარი, 2019 წლის 27 ნოემბრის სისხლიანი დაპირისპირების ერთ- ერთ ორგანიზატორად მოიაზრებს.

მისი საცხოვრებელი სახლი სოფელ დუისში, 2020 წლის 29 ივლისის ღამით დაცხრილეს.
შემთხვევის დროს, სახლში თავად ქავთარაშვილი და მისი ასაკოვანი მშობლები იმყოფებოდნენ.
სროლის შედეგად , არავინ დაშავებულა.

პოლიციამ გარდაცვლილი ვისური მუთოშვილის ძმა, შმაგი მუთოშვილი დააკავა და მას ბრალი, სიახლის სამართლის კოდექსის 19, 109- ე მუხლით წაუყენა.

მუთოშვილის ოჯახმა და მათმა მხარდამჭერებმა, ბრალდებულის განთავისუფლების მოთხოვნით, პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე ჩაატარეს.

შმაგი მუთოშვილის საქმის განხილვა, უკვე თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. სხდომა, საქმის არსებითი განხილვისათვის, 25 მარტს გაიმართება.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

მსგავსი პოსტები

Back to top button