მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში, ოჯახის წევრები და ახლობლები, 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ.

გაუჩინარებული ახლაგაზრდის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცი, 29 სექტემბერს, საღამოს 17 საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ, მისი კვალი დაიკარგა.

“სახლში შემოვიდა, ბოტასები ჩაიცვა და გავიდა. მეზობლის კარამდე მისული ნახეს, იქიდან მისი კვალი იკარგება. ხანდახან, ბებიასთან რჩებოდა და იქაც არ არის. პოლიციას უკვე შევატყობინეთ”, – განუცხადა რადიო ჰერეთს დაკარგული მამაკაცის მამამ.

ამ წუთებში, სოფელ ალმატში, სამართალდამცავები იმყოფებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button