Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საქართველოს წყალბურთელთა ისტორიული შანსი- ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე იასპარეზებს

57

ტოკიოს ოლიმპიადის წინ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად საკვალიფიკაციო ტურნირზე მოხვდა. ეროვნულმა ნაკრებმა ეს უფლება ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მე – 10 ადგილის შედეგად მიიღო.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 14-21 თებერვალს, ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ჩატარდება. 12 ქვეყნის გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდება და ფინალურ ეტაპზე 4-4 გუნდი გავა. ტურნირის 3 საუკეთესო ნაკრები კი ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს მიიღებს.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები ბრაზილიის, კანადის, საბერძნეთის, მონტენეგროს და თურქეთის წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებები იქნებიან.

ქართველებს ახალი მწვრთნელი ყავს. სერბმა დეიან სტანოევიჩმა 19 წყალბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის 4 ნატურალიზებული სპორტსმენია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი