მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ეუთო ზაზა გახელაძის თავისუფლების აღკვეთას გმობს

ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს დელეგაციები საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო დაპატიმრებას გმობენ.

მისიის შეფასებით, გახელაძეს არ დაჭრიდნენ და არ დააკავებდნენ, თუ რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამინების სიცოცხლეს პირად თავისუფლებას. აშშ-ს წარმომადგენლობა მოითხოვს, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა შეწყვიტოს, ასევე, გააუქმოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკული მხარე მუშაობას განაგრძობს, რათა რუსეთმა პასუხი აგოს.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირისა და უკრაინის დელეგაციებმა, ასევე, კანადის დელეგაციამ, ისლანდიის, ლიხტენშტეინისა და ნორვეგიის სახელით.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 5 თებერვალს, 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button